logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
16:28 08.12.2017
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თანამშრომლობისა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროგრამების მხარდაჭერისთვის, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურა, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი ფინანსური რესურსების მეშვეობით ეკონომიკის ისეთი სექტორების დაფინანსება როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მხარეები ასევე თანამშრომლობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით.

იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის Official Development Assistance (ODA) ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფისის გახსნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა ორ სახელწმიფოს შორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ოფისი ხელს შეუწყობს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას და გაზრდის თანამშრომლობის პერსპექტივას,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, ამ დროისთვის, JICA ახორციელებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაციაზე.

მიმდინარეობს, ასევე, მუშაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის (შორაპანი-არვეთა) დაფინანსების საკითხებზე. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში კვლავ დინამიურად განვითარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა