ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება ღონისძიება თემაზე: „ბიზნესთამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის”.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე დაესწრებიან.
კონფერენცია 09:30 საათზე დაიწყება.

















