logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მამუკა ბახტაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას სრულად უჭერს მხარს
მამუკა ბახტაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას სრულად უჭერს მხარს
15:04 07.12.2017
ფინანსტა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.


ამის შესახებ ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას განაცხადა,

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 6 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ეს არის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერა.

„ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა არის სრულიად თანხვედრაში იმ პარამეტრებთან,რომელსაც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი უყენებს. თვითონ დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელსაც ეფუძნება ეს პროგრამა დაშესაბამისად, ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ - ეს არის ინკლუზიური ზრდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომჩვენი საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, განსაკუთრებით ეს ეხება ექსპორტის ზრდას და საქართველოს მთავრობა ბუნებრივია, გააგრძელებს ამ მიმართულებით დამატებითი პროექტების განხორციელებას. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მიენიჭება 2018 წელს ფისკალურ კონსოლიდაციას, ესეც ახალი მიდგომა იქნება. ამასთან, ერთად აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევათანხმეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს არის მრავლისმომცველი პროგრამა. ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ განვითარების 4-პუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა. უფრო მეტიც პირველ მიმოხილვაზე დადებითი პასუხი აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ფორმალური საბჭოს ჩატარება არ სჭირდება. თუ პრაქტიკაში ნახავთ, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც აღმასრულებელი საბჭო ფორმალური საბჭოს გარეშე იღებდა ამ გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტოფონდთან შევათანხმეთ, არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან ამბიციური“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა