logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო
დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო
09:48 07.12.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების “Welcome to Georgia!” ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც გამოვლინდა გამარჯვებულები 20 ნომინაციაში.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა დაჯილდოების ორგანიზატორებს, ნომინანტებსა და ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს და მათ გაწეული საქმიანობისთვის და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც ჩვენ ვიწყებდით „Welcome to Georgia!“-ს, ჩვენ შევთანხდით ერთ პირობაზე, რომ ეკონომიკის მინისტრს, რომელიც ამავე დროს ტურიზმის სფეროს კურატორიცაა, ექნებოდა პრივილეგია, გამოევლინა ერთი პერსონალური ნომინაცია - ნომინაცია ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2004 – 2007 წლებში საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და კომპანია „კავკაზუს თრეველის“ დამფუძნებელს საბა კიკნაძეს ჯილდო გადასცა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, „Welcome to Georgia!“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია არის ერთადერთი ცერემონია ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის. ის 2015 წლიდან ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

“Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 320 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა