logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 305 მილიონი ლარით გაიზარდა
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 305 მილიონი ლარით გაიზარდა
11:50 02.12.2017
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებს 89-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დოკუმენტი პარლამენტის წევრებს პლენარულ სესიაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.0%-იან მაჩვენებელზე, თუმცა 10 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით,რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,9 პროცენტი. შესაბამისად, უკვე დამტკიცებული პროექტით ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი შეადგენს 4.5%-ს, თუმცა მოსალოდნელია, რომ საბოლოო მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 487.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ მოცულობას აღემატება 30.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ზრდა შეადგენს 35.0 მლნ ლარს.საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრა8 980.0 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ზრდა შეადგენს 160 მლნ ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 305.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 11 720.5 მლნ ლარით. მათ შორის სახსრები 35 მლნ ლარი გამოიყოფა ფაროსანას წინააღმდეგ განსახორციელებლი ღონისიებების დასაფინანსებლად; გაზიფიცირების ღონისძიებებისათვის 50 მლნ ლარის მობილიზება მოხდება; ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში ხდება 106 მლნ ლარის მობილიზება ქ. ქუთაისის აეროპორტის, ზამთრის კურორტების განვითარებისა და ბიზნეს სახლის მშენებლობისათვის.
„მნიშვნელოვანია, წელს მიღებული დამატებითი რესურსი, მიმდინარე წელსვე მიიმართოს იმპრიორიტეტული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის, რომელთა განხორციელება გაგრძელდება 2018 წელს. ამასთან, ცვლილებებისმიხედვით, თანხები ძირითადად გამოიყოფა სახელმწიფო საწარმოების კაპიტალის გასაზრდელად. შესაბამისად, აღნიშნული საწარმოები შეძლებენ წელსვე დაიწყონ სატენდერო პროცედურები, რაც თავის მხრივ, დააჩქარებსმომდევნო წელს პროექტების განხორციელების ვადებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, მნიშნელოვანია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობაზე. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ბიუჯეტის (მოდიფიცირებული) დეფიციტის 3.7%-იან მაჩვენებელზე, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებების შემდგომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შემცირდება მშპ-ს 3.4%-მდე, თუმცა ფაქტიური შესრულების მიხედვით შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებელს მივაღწიოთ. 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება დაგეგმილია მშპ-ს 3.0%-მდე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა