logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„საპარატნიორო ფონდსა“ და ჩინურ ტურისტულ კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„საპარატნიორო ფონდსა“ და ჩინურ ტურისტულ კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
16:08 01.12.2017
„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს საერთშორისო ტურისტულ კომპანიებს Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd -ს და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ს შორის თბილისის აბრეშუმის გზის მეორე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ჩინური მხრიდან კი Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd-ისა და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ის გენერალურმა დირექტორმა ლი იათაომ მოაწერეს.

როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, მემორანდუმის თანახმად მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას. ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.

„მოგეხსენებათ „საპარტნიორო ფონდის“ ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია და ჩვენ ვცდილობთ საქართველოში ამ კუთხით ტურიზმის ინდუსტრია განვავითაროთ, მოვიზიდოთ ინვესტიციები და საერთაშორისო ბაზრებზე ამ სექტორის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ჩინეთთან გარდა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა ტურიზმის სექტორში ურთიერთობაც მნიშვნელოვანია. სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთის ერთი მოქალაქე მოგზაურობის დროს საშუალოდ 900 აშშ დოლარს ხარჯავს. შესაბამისად, ქვეყანა, რომელშიც მილიარდ სამასი ათასი ადამიანი ცხოვრობს საქართველოსთვის უფრო საინტერესო ხდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაც“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შედგა, რომელსაც 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრებოდა. „საპარტნიორო ფონდს“, Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd -სა და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით მხარეები საერთშორისო სტრატეგიის განვითარებაზე შეთანხდნენ, რომელიც სამოქალაქო ავიაცისა და ტურისტული ინდუსტრიის სფეროებში ბაზრის წახალისებას და ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს.

ცნობისთვის, უმსხვილესი ტურისტული კომპანია Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd ჩინეთში ყველაზე მაღალკვალიფიციური ტურისტული სააგენტოა, რომელიც შიდა და გარე ტურებს მსოფლიოს სხავადსხავა ქვეყნებში ახორციელებს. Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd, ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე საიმედო ტუროპერატორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. კომპანია მსოფლიო ბაზარზე 30 წელია ოპერირებს და მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. ის ტურისტებს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. კომპანია Ankeyunda Air Service Co.,Ltd კი აერთიანებს საავიაციო და ტურისტულ მომსახურებას და უზრუნველყოფს მათ ხელსაყრელ ურთიერთობას. ქმნის მობილურ, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პროდუქტს და ეფექტიანად იყენებს ტურისტული სექტორის რესურსებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა