"ბანკი კონსტანტა" ფილიალების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს.
დღეს "ბანკი კონსტანტა" განახლებული ფილიალის პრეზენტაციას წნორში გამართავს.
როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, ახალი ფილიალის გახსნა ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.
ასევე მიმდინარე კვირაში დაგეგმილია "კონსტანტას" ყვარლის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და თელავის ფილიალებისა და ახმეტის სერვის–ცენტრის პრეზენტაცია.
ამჟამად, "ბანკი კონსტანტა" საქართველოს მასშტაბით 30 ფილიალითაა წარმოდგენილი. მათგან 6 თბილისში, ხოლო 24 – საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული.

















