პარლამენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდას განიხილავს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცახდებით, ეკონომიკურმა ზრდამ დაგეგმილს გადააჭარბა.
მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გაჩნდა დამატებითი შემოსავლები და შესაბამისად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა.
„ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაქვს გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ჩვენ დამატებითი შემოსავლები მიმდინარე წელს. შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები და ასევე იზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, რაც ძირითადად მოხმარდება 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

















