logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ფორუმმა ცხადყო, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ვახორციელებთ საწარმოო-საექსპორტო პოტენციალის მიმართულებით, აბსოლუტურად სწორია
პრემიერი: ფორუმმა ცხადყო, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ვახორციელებთ საწარმოო-საექსპორტო პოტენციალის მიმართულებით, აბსოლუტურად სწორია
12:14 30.11.2017
გიორგი კვირიკაშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც 28-29 ნოემბერს ჩატარდა, წარმატებულად აფასებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფორუმი შედეგებს აუცილებლად მოიტანს.

“თბილისის აბრეშუმის გზის ძალიან წარმატებული ფორუმს - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი ეწვია. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და შედეგი აუცილებლად იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს ფორუმის განმავლობაში ხელმოწერილი 10-მდე მნიშვნელოვანი შეთანხმება. ჩატარდა უამრავი ორმხრივი შეხვედრა ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
ფორუმს ესწრებოდა ორი პრემიერ-მინისტრი - უკრაინის და მოლდოვის; ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერები ყახაზეთიდან, სლოვენიიდან; ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვიცე-პრეზიდენტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოსული იყო უამრავი მსხვილი კომპანია, გაფორმდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელთაგან რამდენიმეს გამოვყოფ:
- ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდს (EIF) და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 90 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი იქნება გამოყოფილი კონკრეტულად ამ მიმართულებებით;
- ასევე, დაფუძნდა „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“. ეს არის შანხაის უმსხვილესი ხუასინის ენერგეტიკული კომპანია CEFC-სა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს;
- ასევე, ეს არის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომლის მიზანიც საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითარება საქართველოში“-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმითვე, მისასალმებელია, რომ ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონის სატრანსპორტო, ინვესტიციების, ლოგისტიკისა და სერვისების ჰაბი.

„რა თქმა უნდა, ამ ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და საწარმოო-საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, არის აბსოლუტურად სწორი და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავისი ჩამოსვლით დაადასტურა ინტერესი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მიმართულებით.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ორგანიზებაში. ბევრი სამინისტრო იყო ჩართული. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ძირითადი წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო. გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი ქუმსიშვილმა გააგრძელა; ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა სხვა უწყებები. უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შესაბამისი სტრუქტურების მიერ გათვალისწინებული იყო ყველაფერი მაქსიმალურად და დიდი მადლობა, რომ მართლაც ასეთ დონეზე წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა.
ყველამ აღნიშნა, რომ ეს ფორუმი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა