logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
09:51 30.11.2017
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ალან პიუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ფორუმის მნიშვნელობა შეაფასეს და ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. როგორც ალან პიუმ შეხვედრაზე აღნიშნა, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საქართველო მეორე ტალღის რეფორმების ლიდერია. მისი განცხადებით, საქართველოს პროგრესი, მისი მთავრობის საქმიანობა და რეფორმები, ასევე ღია ბაზარი და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნებთან ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ქუმსიშვილთან საუბრისას ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. შეხვედრაზე ითქვა, რომ EBRD წელს 3 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ალან პიუს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, EBRD საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა საინვესტიციო მოცულობა ასეულობით მილიონი ევროა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის ერთ-ერთი სპონსორი სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია, არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ უფრო მეტი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს საქართველოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა