logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი გილაური: საქართველო რეგიონის ინვესტიციებისა და სერვისების ჰაბი ხდება
ირაკლი გილაური: საქართველო რეგიონის ინვესტიციებისა და სერვისების ჰაბი ხდება
17:31 29.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ თემატურ პანელზე სიტყვით გამოსვლისას საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა საქართველოს მაკროეკონომიკურ და საინვესტიციო სექტორის პოტენციალზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ირაკლი გილაურის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, მომავალი 10 წლის განმავლობაში კი მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში, რაც მისი განცხადებით, სწორი სამთავრობო პოლიტიკის შედეგია.
„საქართველო ეკონომიკურად დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ სამთავრობო პოლიტიკაა. მთავრობას აქვს შესანიშნავი პოლიტიკა, მაკრო-ხედვა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები. ამიტომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში ისევე განვითარდეს, როგორც სინგაპური და დუბაი.“ - აღნიშნა საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა.
პანელზე გილაურმა შემოსავლების ზრდის პროგნოზი გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს საინტერესო პოლიტიკა მაკროეკონომიკის განვითარებასთან მიმართებაში.
„ეს არის ბიუჯეტის კონსოლიდირება, ბიუჯეტის დეფიციტი იკლებს, ინფრასტრუქტურის ხარჯები გასამმაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ხდება გადასახადების შემცირება მოგებისა და კორპორატიული გადასახადების თვალსაზრისით - აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ რომ ჩვენი შემოსავლების აქსელერაცია მოხდება.“ - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სერვისების ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს და აღნიშნულის ძირითად ხელშემწყობ ფაქტორებად საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა და ტურიზმის სფეროს განვითარება დაასახელა.
„საქართველო ხდება რეგიონის ინვესტიციებისა და სერვისების ჰაბი. საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც ბიზნესს შეუქმნა კიდევ უფრო უკეთესი გარემო. საქართველო სულ უფრო და უფრო ვითარდება როგორც სერვისის და ტურიზმის მიმწოდებელი. ამ 5 წლის განმავლობაში გასამმაგდა ტურიზმის ბიზნესი. უამრავი ინვესტორი დააბანდებს თანხას სერვისების სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება, ჯანდაცვის სერვისები, ფინანსური სერვისები ექსპორტი, რითაც საქართველო შეიძლება გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი.“ - აღნიშნავს გილაური.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა