logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებს ეკონომიკის სამინისტროს ღია ტენდერებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებს ეკონომიკის სამინისტროს ღია ტენდერებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
16:19 29.11.2017
თბილისის აბრეშუმის ფორუმზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის სექტორებზე, რომლებიც ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია და ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მოუწოდა ინვესტორებს, დაინტერესდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ღია ტენდერებში.
„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ტენდერები ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ გამოვაცხადეთ მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, ჯამში 170 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების შესაძლებლობა არსებობს. მთავრობას თბილისისა და ქუთაისის სიახლოვეს ლოგისტიკური ცენტრების ასაშენებლად, შესაბამისად, 80 და 70 ჰა მიწის ფართობის გამოყოფას გეგმავს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა იმ ინსტურმენტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარებისთვის შეიმუშავა. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტად მან დაასახელა საპარტნიორო ფონდის გარანტიების გაცემის მექანიზმი.
„ჩვენ ბევრი ინსტრუმენტი შევქმენით 2016 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნულ პროგრამას წარმატებული უწოდა. მან ასევე დაასახელა პროგრამები „უმასპინძლე საქართველოში“, „გადაიღე საქართველოში“ და სხვ.
გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ასევე არსებობს საპარტნიორო ფონდი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა