logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა
„ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა
14:35 29.11.2017
„ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ თემატურ პანელში მონაწილეობს, აცხადებს, რომ საქართველო ინოვაციური ქვეყანაა და იგი მხარს უჭერს ბიტკოინ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას.
სიტყვით გამოსვლისას, „ბიტფური ჯგუფის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ის დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან.

„დიდი ხანია ვმუშაობ საქართველოს მთავრობასთან. საქართველო ძალზე ინოვაციური ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“-განაცხადა კოპანიის ხელმძღვანელმა.

ვავილოვმა განსაკუთრებული აქცენტები საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე გააკეთა. „სანამ საქართველოში ბიზნესს დავიწყებდი, ბევრი რამ მქონდა გაგებული ქართული რეფორმებისა და ბიზნესის კეთების შესახებ. მაგრამ ერთია, როცა გესმის და მეორეა, როცა საკუთარი თვალით ხედავ. საქართველოში არ არის კორუფცია, აქ არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი, იგი არამხოლოდ დაბეგვრისთვის არის ხელსაყრელი, არამედ სტრუქტურაა მარტივი, ცოტა დრო გჭირდება სხვადასხვა ქაღალდების შესავსებად. ასევე, არ არის ძვირი მუშახელი, ისინი არიან ძალიან შრომისმოყვარე. საქართველო არის მწვანე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იაფ ელექტროენერგიას. ყველა ეს პარამეტრი საქართველოს ხდის ძალიან კეთილგანწყობილს და მეგობრულს ჩვენი ბიზნესისათვის.“- განაცხადა „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელმა.

ვალერი ვავილოვმა ვრცლად ისაუბრა BitFury Group-ის ტექნოლოგიების შესახებ და ხაზი გაუსვა მათ სამომავლო პოტენციალს.

„ბევრ ადამიანს გაუგონია ალბათ უკვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ, თუმცა, ძალიან ცოტას ესმის ,რას ნიშნავს ეს ახალი ტექნოლოგიები და როგორ შეუძლია მას შეცვალოს მთელი სამყარო. ინტერნეტის შექმნის შემდეგ, მოხდა ე.წ. დიჯიტალიზაცია სხვადასხვა სფეროებში. თუმცა, ყველაფერი მაინც რჩებოდა ქაღალდზე, რადგანაც ინტერნეტს არ შეეძლო უსაფრთხო ტრანზაქციები. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სწორედ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვცემს უსაფრთხო ტრანზაქციების საშუალებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. სწორედ აქ მოგვყავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მაგალითი, აღნიშნულ სისტემაში ინფორმაციის წაშლა და მანიპულირება შეუძლებელია, სწორედ ეს არის მისი უმნიშვნელოვანესი თვისება. ჩვენს სამყაროში კიბერ დანაშაულების დიდი საფრთხეა. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ქმნის დაცულ პლატფორმას ნებისმიერი მთავრობის, ინსტიტუციებისა და ორგანიზაციებისთვის.“- აღნიშნა ვავილოვმა.

ვალერი ვავილოვი მსოფლიოს უდიდესი ბლოკჩეინ კომპანიის „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია. მისი სამეწარმეო საქმიანობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით გატაცება 2011 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც აღნიშნული ტექნოლოგია ფორმირების საწყის ეტაპზე იყო. ვავილოვი Bitfury Group- ს უახლესი თაობის ჩიპების და წინასწარი მონაცემების ცენტრის დიზაინის განვითარების საკითხებში ხელმძღვანელობდა. წარმოშობით ლატვიელმა ვალერი ვავილოვმა განათლება რიგის ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტში მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა