logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 8 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს
ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 8 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს
14:24 29.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ვაზილ ჰუდაკმა საქართველოში გამართული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას დასრულებული და სამომავლო პროექტები გააცნო. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 8 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება.

„2016 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ (1.6 მილიარდი ევრო). ჩვენი მიზანია საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში 8 მილიარდი ევროს კრედიტი გამოვყოთ“-განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები სხვადასხვა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათ შორისა სატრანსპორტო უსაფრთხოება და ეკონომიკური კავშირები.

„სიმბოლურია, რომ ფორუმი საქართველოში იმართება. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყანაა, ეს არის მზარდი სახელმწიფო, რომელიც მოდერნიზაციას და ტრანსფორმაციას განიცდის. ჩვენ გრძელვადიანი ინვესტორები ვართ და ინვესტიციას მხოლოდ სტაბილურ, მომავლის მქონე ქვეყნებში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.

ვაზილ ჰუდაკმა გამოსვლაში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში ათწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 21 პროექტი 1,6 მილიარდით დაფინანსდა.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ საქართველომ გააფართოოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირელი დერეფანი და გახდეს ეკონომიკური და ბიზნეს ჰაბი. მჭიდროდ ვმუშაობთ აზიის ინვესტიციების ბანკთან. საქართველოში 114 მილიონის ღირებულების ბათუმის შემოვლითი გზის პროექტია დამტკიცებული. სატრანსპორტო პროექტების განვითარების მიზნით ევროპის საინვესტიციო ბანკს 3 დიდი პროექტი აქვს, რომლის ღირებულება 750 მლნ. ევროა. ეს პროექტები ხელს უწყობს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის გაუმჯობესებას“,- განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დავესწარით. ეს სამიტი იყო ამ რეგიონის, განსაკუთრებით კი საქართველოს ევროპული ხედვის კიდევ ერთი დადასტურება. ეკონომიკური და სოციალური განვითარება და ტრანსფორმაციის ხელშეწყობა ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთ სამეზობლოს კეთილდღეობა, სტაბილურობა უზრუნველყოს“-აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა