logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტი წამოვიწყეთ
გიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტი წამოვიწყეთ
13:40 29.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეფორმების შემდეგი ეტაპი ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას და ბიზნეს შესაძლებლობებზე ინკლუზიურ ხელმისაწვდომობა გულისხმობს.

“ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტი, რომელიც მოიცავს ძირითად სტრუქტურულ შეთავაზებებს. შემდეგი ეტაპი გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას და ბიზნეს შესაძლებლობებზე ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა - ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები, მმართველობის რეფორმა, სივრცითი მოწყობის რეფორმა და განათლების სისტემის რეფორმა.
ჩვენი ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები გულისხმობს მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმებს:
საგადასახადო რეფორმა - ეს ინიციატივა გულისხმობს მოგების დაბეგვრის ახალ მოდელს - დივიდენდებად გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლება გადასახადებისგან. ეს მოდელი ძალაში შევიდა ამ წლის წლის იანვარში და მისი მიზანია დანაზოგებისა და ინვესტიციების წახალისება, წარმოების გაფართოება და მოდერნიზაცია, ასევე კერძო სექტორში, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესებში, ლიკვიდურობის წახალისება.
პენსიებისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა - ეს რეფორმა შექმნის დანაზოგების ახალ სისტემას და გააუმჯობესებს წვდომას გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე.
საჯარო-კერძო პარტნიორობის ბაზის განვითარება - ეს რეფორმა გულისხმობს საჯარო-კერძო პარტნიორობის გამჭვირვალე და ეფექტიანი ბაზის შექმნას, რაც გააღრმავებს თანამშრომლობას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ამ რეფორმის მთავარი მიზანია ინვესტორებისა და ფინანსისტებისთვის ნათელი გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს საჯარო-კერძო პარტნიორობას და ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული ნებისმიერი დოლარისა თუ ევროს მეშვეობით, ხელი შეუწყოს საჯარო-კერძო პარტნიორობის სრული პოტენციალის ათვისებას.
მმართველობის რეფორმა - ამ რეფორმის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, რითაც საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება კიდევ უფრო პროგნოზირებადი ბიზნესგარემო. მეტიც, „ბიზნესსახლის“ კონცეფცია პრინციპი უზრუნველყოფს ყველა სახელისუფლებლო მომსახურების მიწოდებას კერძო სექტორისთვის ერთ სივრცეში, ერთი სარკმლის პრინციპით, როგორც ეს უკვე დაგეგმილია. „ბიზნესსახლი“ უზრუნველყოფს 600-ზე მეტი მომსახურების მიწოდებას ბიზნესებისთვის ერთ ცენტრალიზებულ სივრცეში (როგორც ფიზიკური, ისე ციფრული). ამჟამად 60-ზე მეტი საჯარო ინსტიტუტი ახორციელებს ამ მომსახურების მიწოდებას. ეს რეფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებს კერძო სექტორის მიერ დახარჯულ დროსა და რესურსებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება არა მარტო წარმომადგენლობითი ოფისების შექმნა და მათი ერთ სივრცეში განლაგება, არამედ ე.წ. ფრონტ-ოფისების ჩამოშორება იურიდიული პირებისათვის სერვისის მიწოდებაში ჩართული ყველა სახელმწიფო სტრუქტურისაგან, არამედ მათი ოპტიმიზაცია და გაერთიანება ერთ დაწესებულებაში - ბიზნესსახლში. ეს თავისთავად გულისხმობს ხელისუფლების შემდგომ ოპტიმიზაციასა და მისი ეფექტურობისა თუ გამჭვირვალობის გაზრდას კორუფციის ნებისმიერი შესაძლებლობის აღმოფხვრის მიზნით.
განათლების სისტემის რეფორმა: ეს რეფორმა მოიცავს განათლების სისტემის ყველა დონეს, განსაკუთრებული აქცენტით პროფესიულ განათლებაზე, სადაც დაინერგება ორმაგი განათლების მოდელი. რეფორმის მიზანია საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნილ უნარებთან შეუსაბამობის აღმოფხვრა.
როგორც სანდო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის სფეროში და სატრანსპორტო ღერძის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენი, ასევე სამხრეთის გაზის (რომელიც იწყება აზერბაიჯანში და აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული მილსადენისაკენ აგრძელებს გზას იტალიისაკენ) სატრანსპორტო დერეფანი, გარდა ამისა, აღსანიშნავია ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქმნის ცენტრალური აზიიდან, თურქმენეთიდან გაზის კასპიის ზღვიდან, სამხრეთ კავკასიის დერეფნის გავლით, ცენტრალური ევროპისკენ ტრანსპორტირება. ეს მარშრუტიც აბრეშუმის გზის შუა სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს. აღსანიშნავია Lapis-Lazuli და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის პროექტები, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც ახლახან დასრულდა და ბაქოში გაიხსნა. ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი - ყველაზე დიდი ახალაშენებული საზღვაო ინფრასტრუქტურა რეგიონში, რომლის მშენებლობაც 20 დეკემბერს დაიწყება. ამ პროექტების ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქვეყნებთან „სარტყლისა და გზის“ გაყოლებაზე, რათა გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ რეგიონალური კავშირები და ტვირთის გადაზიდვების მოცულობა.
ჩვენი მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ქვეყანა იქცეს ვაჭრობისა და გლობალური ინვესტიციების რეგიონალურ ცენტრად. მართალია, საქართველო არის შედარებით მცირე ბაზარი გაზრდილი წარმოების მომგებიანობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს ბაზრის გათვალისწინებით კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ წარმოება ჩვენთან იძლევა გასასვლელს არა მარტო ადგილობრივ, არამედ 2.3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარზე, რომელშიც საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან. ყოველივე ზემოთქმული საქართველოს უნიკალურ ქვეყნად აქცევს ამ რეგიონის მასშტაბით.
ქალბატონებო და ბატონებო,
ზემოთ ჩამოთვლილი ქმნის რეგიონისათვის საუკეთესო ნორმატიულ და ფიზიკურ ინფრასტრუქტურას ინვესტიციების განსახორციელებლად და მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ ამ იმედისმომცემი, ახალი ბაზრის შესაძლებლობები.
საქართველო ღიაა გლობალური ბიზნესისთვის. ჩვენ ვთავაზობთ დაბალ ფასებს და ბაზრის მარეგულირებელი ტვირთის სიმსუბუქეს, ასევე ბაზრის ფიზიკურ და ნორმატიულ ხელმისაწვდომობას. დღეს საქართველოში პრიორიტეტულია ინვესტიციები მძიმე და მსუბუქ ინდუსტრიაში, ასევე, ტექნოლოგიებსა და მომსახურებაში. გამოვთქვამთ იმედს, რომ გლობალური ბიზნესები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოებისა და სხვა ბაზრებზე დისტრიბუციის საწყის წერტილს.
და ბოლოს, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებასა და გააქტიურებას. ჩვენი მთავრობა მზად არის თქვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც მიმართულია საქართველოში ბიზნესის კუთხით არსებული შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოყენებისკენ.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობისთვის. მადლობა „სარტყლისა და გზის“ გაყოლებაზე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
დიდი მადლობა და ისიამოვნეთ თბილისში გატარებული დროით - ეს ქალაქი არა მარტო ბიზნესის წარმოების, არამედ დროის სასიამოვნოდ გატარების ადგილიცაა“-განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა