logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პანელი „CAREC 2030: რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისათვის“ იმართება
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პანელი „CAREC 2030: რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისათვის“ იმართება
11:44 29.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 29 ნოემბერს 10.15 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება პანელი CAREC 2030: რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისათვის. პანელს მოდერატორობას გაუწევს აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი საფდარ პარვეზი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი ალან პიუ და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის გარემოს დაცვისა და განვითარების სამმართველოს დირექტორი სტეფანოს ფოტიუ.

პანელი მოხსენებების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, სპიკერები უპასუხებენ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს, შედგება მსჯელობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ: CAREC 2030-ის ახალი სტრატეგია; CAREC 2030-ისა და აბრეშუმის გზის შესაძლებლობების სინერგია; CAREC-ის წევრი ქვეყნების წვლილი რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლების განვითარებაში; ინვესტიციები და რეფორმები კავშირისა და თანამშრომლების გასავითარებლად; კერძო სექტორის როლი რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებაში; პარტნიორების როლი რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში.

პანელის მიზანია, მოხდეს უფრო ძლიერი კავშირისთვის რეგიონალური და ქვეყნებსშორისი პროექტებისა და შესაძლებლობების დადგენა და მთავრობებისა და პარტნიორების მხრიდან რეგიონალური თანამშრომლობის ინიციატივის მხარდაჭერის დადასტურება.

2017 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.



ზოგადი ინფორმაცია

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (CAREC) აერთიანებს 11 წევრ ქვეყანასა და პარტნიორებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ რეგიონის განვითარებაზე ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. არსებობის 16 წლის განმავლობაში, CAREC-ის მიერ წევრ ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციები 30 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

CAREC 2030 ახალი გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა, რომელიც გაწერილია 2030 წლამდე. მისი მიზანია ღია და ინკლუზიური რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ადამიანებს, პოლიტიკას და პროექტებს საერთო და მდგრადი განვითარებისათვის.

CAREC-ის საქმიანობა მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროების პრიორიტეტებს და ავლენს საქმიანობის ახალ სფეროებს. CAREC 2030 მოიცავს ხუთ განსხვავებულ მიმართულებას: ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა; ვაჭრობა, ტურიზმი და ეკონომიკური დერეფნები; ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური კავშირი; სოფლის მეურნეობა და წყალი; ადამიანური განვითარება.

CAREC პლატფორმა მიესალმება არსებული და ახალი განვითარების პარტნიორებს. პარტნიორებს მოუწოდებენ, ხელი შეუწყონ დიალოგისა და ოპერაციების ჩატარებას პრიორიტეტულ მიმართულებებში. ხელს შეუწყობს წევრებისა და განვითარების პარტნიორებს შორის პოლიტიკურ დიალოგსა და უზრუნველყოფს ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, CAREC 2030 ხელს შეუწყობს წევრებს შორის ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა