logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
10:38 29.11.2017
აზიის განვითარების ბანკის(ADB) ვიცე-პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგმას განცხადებით, საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სტუმრობს, ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას; ასევე - დადებითად შეაფასა საქართველოში ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

მხარეებმა იმსჯელეს, როგორ გაიზარდოს ინვესტიციის მოცულობა საქართველოში, ასევე საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მოდელების განვითარებაზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ ბანკის საოპერაციო ბიზნესგეგმა, რომელიც რეგიონული კავშირების, მდგრადი ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან.

პრემიერმა აზიის განვითარების ბანკს სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმებზე და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სახელმწიფო და კერძო სექტორში განხორციელებულია 2.5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროექტები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა