საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილჯანელიძე 28- 29 ნოემბერს
სამუშაო ვიზიტით თურქმენეთშიიმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო ენერგეტიკულიქარტიის კონფერენციის 28-ე შეხვედრაში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი კონფერენციის მონაწილეებს გახსნით სესიაზე სიტყვით მიმართავს. საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაშიმიხეილ ჯანელიძე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოსმაღალ პოტენციალზე და მის მზარდ როლზე ენერგორესურსებისსაერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის, ევროპის დარეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოწყაროების დივერსიფიკაციის უზრუნველყოფის და ზოგადადრეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში. კონფერენციისმონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საერთაშორისოენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი, ეუთო-სგენერალური მდივანი და ღონისძიებაში მონაწილე სხვადასხვაქვეყნების ხელმძღვანელი პირები.
თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს თურქმენელ კოლეგასთან რაშიდმერედოვთან და თურქმენეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

















