საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას შეხვდა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრეს.

















