logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ბილტმორში“ პანელი „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართება
„ბილტმორში“ პანელი „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართება
10:12 29.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 29 ნოემბერს 10.15 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება პანელი: გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები (1-ლი სესია: საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები), რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გელენიძე, JSC Nenskra Hydro-ის ვიცე აღმასრულებელი დირექტორი ტაიკვონ სეო, Silk Road Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი და The Bitfury Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ვალერი ვავილოვი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პანელი მოხსენებების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, ამასთან მონაწილეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. პანელზე მოხდება შემდეგი საკითხების განხილვა: საქართველოში ინვესტირებისათვის არსებული მიმზიდველი ლიბერალური ბიზნესგარემო (ბიზნესის კეტების სიმარტივე, კორუფციის არარსებობა, შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები, დაბალი გადასახადები და სხვა); საზღვარზე მაღალკვალიფიციური სასაზღვრო კონტროლი საერთაშორისო მოგზაურებისა და პროდუქციისთვის; სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მტკიცე მხარდაჭერა; დივერსიფიცირებული საინვესტიციო გარემო.

პანელზე განიხილება და ხაზი გაესმება საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ გაზრდის ინფორმაციულობას სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, კერძო სექტორს მიეცემა გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, გამოვლინდება ინვესტირების პოტენციური მსურველები.


საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.

ზოგადი ინფორმაცია

საქართველო, სტრატეგიული მდებარეობის გამო, ეკონომიკური კავშირების ბუნებრივი ცენტრია. მცირე ზომის მიუხედავად, ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე ინტეგრაციის შედეგად საქართველომ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპის თავისუფალის ვაჭრობის ასოციაციასთან (შვეიცარია, ისლანდია (ამოქმედდა), ნორვეგია (ამოქმედდა) და ლიხტენშტეინი); თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან (ამოქმედდება 2017 წლის ბოლოს); მიმდინარეობს მოლაპარაკებების მომზადება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გამო, საქართველოში მიმზიდველია ბიზნესის წარმოება: ერთიანი საგადასახადო სისტემა და საბაჟო ადმინისტრირება (კორპორაციული დაბეგვრის უახლესი რეფორმა: კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდა მხოლოდ განაწილებული მოგებიდან მოეთხოვებათ); კორუფცია - თავისუფალი და გამჭირვალე ბიზნეს გარემო; კვალიფიციური და შესაბამისად ანაზღაურებადი სამუშაო ძალა; სტაბილური და მზარდი ფინანსური სექტორი.

ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სექტორები: სასტუმროები და უძრავი ქონება, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ბიზნეს პროცესების აუტსორსინგი, წარმოება, ენერგეტიკა;

საინვესტიციო პროექტები: საქართველოში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება.
გერმანულმა კომპანიამ Dornier Consulting International-მა ადგილზე შეისწავლა საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების შექმნის მიზანშეწონილობა. კვლევამ ორი ადგილი გამოავლინა ლოგისტიკური ცენტრების მოსაწყობად - ერთი აღმოსავლეთ საქართველოში (კუმისი), ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი). კვლევამ შეისწავლა ლოგისტიკური ცენტრების ნიშა და ბაზარი, მოთხოვნა, გაკეთდა პროგნოზები, მომზადდა დეტალური ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური და, ასევე, გარემოსა და საზოგადოებრივი ზემოქმედების შეფასება.
საქართველოს მთავრობა აპირებს გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე.

საზღვარზე ხორციელდება მაღალკვალიფიციური სასაზღვრო კონტროლი საერთაშორისო მოგზაურებისა და პროდუქციისთვის.

საქართველოს მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის სივრცითი დაგეგმარება, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირ ინფრასტრუქტურას საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლისთვის და, ასევე, მოსახლეობისა და კერძო სტრუქტურებისთვის ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა