logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტებზე ისაუბრა
ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტებზე ისაუბრა
09:44 29.11.2017
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა. მან მონაწილეობა მიიღო პანელში „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“, სადაც საქართველოსა და რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოში ჩვენ 394 მეგავატი წყლის ენერგია შევქმენით. პროექტები მოიცავდა „ენგურის“, „აჭარისწყალისა“ და „ფარავანის“ ჰიდროელექტროსადგურებს. ამჯერად ჩვენ ვმუშაობთ უზარმაზარ პროექტზე - „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ჰიდროკონსტრუქცია იქნება. საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე. ჩვენ გვყავს პროფესიონალების გუნდი, რომელიც უსმენს საზოგადოებას და განიხილავს და უმკლავდება გამოწვევებს“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრა და თავის გამოსვლაში შახ-დენიზის პროექტი მიმოიხილა. მისი ინფორმაციით, ერთი თვის წინ EBRD-მა ხელი მოაწერა 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ფინანსურ პროექტს (500 მილიონი დოლარის ღირებულების). როგორც მან აღნიშნა, ეს არის EBRD-ის უდიდესი წვლილი ამ პროექტში, რომელიც უზრუნველყოფს შახ-დენიზიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით იტალიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას. ეს პროექტი ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანზაქციად აღიარა კომპანია BP-მ.“

ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის განახლებად ენერგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში დაწყებული გვაქვს წყლის ენერგიის გამოყენება, რომლის პოტენციალიც საქართველოსგან განსხვავებით ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. ასევე, მნიშვნელოვანია ქარისა და მზის განახლებადი ენერგია“-აღნიშნა ბალვანერამ.

ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ქარის, მზის და წყლის ენერგიის მიმართულებით EBRD -ის პროექტებიდან პირველი ადგილი უკავია პოლონეთს, მეორე ადგილი-რუმინეთს, მესამე-საქართველოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა