logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„საპარტნიორო ფონდმა“ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემორანდუმები გააფორმა
„საპარტნიორო ფონდმა“ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემორანდუმები გააფორმა
18:13 28.11.2017
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ ორ ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერა ხელი.
„ერთი სარტყელი - ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში, სს „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის ხუასინის ენერგეტიკულ კომპანიას შორის პეკინში 2017 წლის მაისში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ითვალისწინებს საქართველოს აღმშენებლობის ეროვნული საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშნელოვანი პლატფორმა იქნება საქართველო-ჩინეთს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. მხარეებს შორის დღეს ხელი მოეწერა ფონდის სადამფუძნებლო წესდებას და გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება CEFC Shanghai Financial Service Co., Ltd-ის ლუქსემბურგში დაფუძნებულ შვილობილ Georgia Investment S.C.S-სა და სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია შპს „East West Bridge”-ს შორის, „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის“ დაფუძნების მიზნით. სს „საპარნტიორო ფონდის“ მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Georgia Investment S.C.S-ის მხრიდან კი - კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჭოუ სინ იუმ.
„საპარტნიორო ფონდმა“ ღონისძიებაზე მეორე მემორანდუმი ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიფრორესურსების სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა. ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების გახორციელებასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრები „საპარტნიორო ფონდთან“, რის შედეგადაც მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანგ იუენ ტანმა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და ფონდის მენეჯმენტი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ იღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო ფორუმი დღეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა. მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტები, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები იღებენ. ფორუმის მიზანია, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ და საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის კავშირებს მიმართულებით, კავშირებს გააღრმავებენ.


2017 წლის „აბრეშუმის ფორუმი“, რომელიც თბილისში 28-29 ნოემბერს იმართება, ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სექტორი.

ხვალ, „აბრეშმის ფორუმის“ სესიაზე სახელწოდებით „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი აუდიტორიას სიტყვით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ,,აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად 2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 50 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა