logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიაციტივით გამოდის
დიმიტრი ქუმსიშვილი მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიაციტივით გამოდის
17:53 28.11.2017
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელზე გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა სამაგალითოა.

„ჩვენ ვაფართოებთ აღნიშნულ თანამშრომლობას, რათა ჩავრთოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები და სამხრეთის თანამშრომლობის ქვეყნები. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ორგანო, რომელიც მოაგვარებს სირთულეებს დერეფნის ფარგლებში“ -აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაზღვრა მიმდინარე მიზნები და ამოცანები - კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და უკეთესი საბაჟო პროცესების ჩამოყალიბება.
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან დავიწყეთ ინფორმაციის ავტომატური გაცვლა. რაც შეეხება საბაჟოს მხრიდან, ეს არის ძალზე გამოსადეგი, რამაც სერიოზულად შეამცირა განბაჟების პროცედურები და დრო“- განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიაციტივით გამოდის, რომელიც რეგულარულ საფუძველზე გამართავს შეხვედრებს და უფრო სწრაფად გადაწყვეტს მიმდინარე პრობლემებს და გამოწვევებს.
„რაც შეეხება ფინანსებს - რა თქმა უნდა, გვჭირდება ბანკების მრავალმხრივი დახმარება. თუკი არ გვექნება თანხები ბიუჯეტში, ვერ მოვახდენთ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას. აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო, კერძო და სახელმწიფო პარტნიორობა, ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ გვჭირდება ბევრი მუშაობა, იმისთვის, რომ ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს, რომ გვქონდეს კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო ჩარჩო, რამაც კერძო სექტორს საშუალება უნდა მისცეს, განახორციელოს მისი ამოცანა და ქვეყანაში მრავალმხრივი განვითარებისა და მისი ხელშეწყობის საშუალება შექმნას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ფორუმი ყველას ერთობლივი წარმატებაა.
„მინდა ვისურვო, გვქონდეს ათჯერ მეტი ტვირთბრუნვა ამ დერეფნის მეშვეობით და რომ მივაღწიოთ ძალიან დიდ სარგებელს ყველა ქვეყნისთვის“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა