logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის
17:47 28.11.2017
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული სიტუაცია გააცნო.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ინფრასტრუქტურაში ევროპის კავშირი ძალიან სერიოზულ კონტრიბუციას აკეთებს. „დაახლოებით 2016 წლიდან მოყოლებული, ეს მიმართულება განსაკუთრებით განვითარდა, მან მოიცვა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მილიონობით დოლარი იქნა დახარჯული ჩრდილოეთის დერეფნისათვის, ჩვენი რკინიგზის მოდერნიზაციისთვის. კერძო სექტორთან ერთად ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ საზღვაო პორტს შავი ზღვის სანაპიროზე და ეს იქნება სერიოზული ინვესტიციები, რომელიც გაკეთდება ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამავდროულად ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ხალხის კეთილდღეობა. „როგორც უკვე ვთქვით, საქართველო ვერ იქნება გამოყოფილი ცალკე ამ დერეფნიდან, თუკი ჩვენ გარკვეულ ინვესტიციებს ვაკეთებთ ამ დერეფანში, სხვა ქვეყნებიც ასევე უნდა მოიქცნენ და იქცევიან კიდეც. მე მინდა გითხრათ, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ გვაქვს საერთო პროექტები, ეს არის ბაქო - თბილისი -ყარსის პროექტი, რომელშიც უკვე 500 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდა ამ რკინიგზის მშენებლობაში, ეს არის ძველი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი“.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანი მარტივია - ვიყოთ კონკურენტუნარიანი ჩვენი დერეფნით და რომ ეს დერეფანი იყოს ინკლუზიური და გვქონდეს უკეთესი ხარისხის ინფრასტრუქტურა. ასევე, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიზანია, გვქონდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ასევე - ჩვენი ეკონომიკა იყოს ღია.
„ასე რომ, მოგესალმებით ყველას საქართველოში, ეს არის ქვეყანა, სადაც თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ ბიზნესი, თქვენ შეგიძლიათ აქ დაისვენოთ, რეკრეაციული საქმიანობა განახორციელოთ, მაგრამ თუკი ჩვენ დავუბრუნდებით კვლავ სარტყლისა და გზის ინიციატივას, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის. ამას, რა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს როგორც ინფრასტრუქუტერა, ისევე ადამიანური რესურსები“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა