logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელი - შესაძლებლობების ახალი კარიბჭე გაიმართება
აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელი - შესაძლებლობების ახალი კარიბჭე გაიმართება
16:33 28.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საათზე სასტუმრო „ბილტმორ“-ში გაიმართება პანელი შესაძლებლობების ახალი კარიბჭე, რომელსაც მოდერატორობას გაუწევს Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ს მრჩეველი მეთიუ ორსმენი. პანელში მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანი, ყაზახეთის თემირ ჟოლის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კანატ ალპიშბაევ კალიევიჩი, Trans-Eurasia Logistics-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრე ჰემპელი და Rewin Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჭანგ ჰაილინი.

სპიკერების გამოსვლის შემდეგ პანელი დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, მონაწილეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. პანელზე განიხილება შემდეგი საკითხები - საქართველო, როგორც ახალი სატრანსფერო ცენტრი, საიდანაც ტვირთი ევროპასა და აზიაში გადის ფართო სატრანსპორტო ქსელით; ანაკლია, როგორც ლოგისტიკის ახალი ცენტრი საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტისათვის და, ასევე, ცენტრი სამრეწველო და კომერციული სერვისებისათვის; საზღვარზე საქონლის ეფექტურად გადატანის განვითარება სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით; მწარმოებლიდან მომხმარებლამდე საქონლის უფრო მარტივი, სწრაფი და იაფი მიტანის განვითარება; კერძო სექტორის მხრიდან ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობა ამ ახალი სატრანსფერო კორიდორის მხარდასაჭერად.

პანელის მიზანია, მოხდეს ანაკლიის პროექტის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, ასევე გამოვლინდება სამთავრობო და კომერციული რესურსების ხელმისაწვდომობა - სარკინიგზო კომპანიები, ლოგისტიკის და საფინანსო პროვაიდერები - საქართველოს გავლით ტრანსფერის ხელშესაწყობად. შედგება კომუნიკაცია მწარმოებლებს, ტვირთგადამზიდ კომპანიებსა და დამფინანსებლებს შორის, რათა საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საქართველოსა და ანაკლიაში.
პანელი 16:45 საათზე დაიწყება.



2017 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.



ზოგადი ინფორმაცია

თანამედროვე აბრეშუმის გზა წარმოდგენილია საავტომობილო გზებით, რკინიგზითა და საზღვაო მარშრუტით, რაც უზრუნველყოფს ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე საქონლის უპრეცედენტოდ მარტივად, იაფად და ეფექტურად გადატანას. საქართველო მდებარეობს ამ ახალი ფართო ქსელის ცენტრში და წარმოადგენს ძირითად სატრანსფერო ცენტრს აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და ინდოეთის ტერიტორიებს შორის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ტვირთის გადასატანად. აზიაში არსებულ კომპანიებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, ევროპამდე გადაიტანონ საკუთარი პროდუქცია რეკორდულ დროში შემცირებული ხარჯებით. იგივე ვრცელდება ევროპაში არსებულ კომპანიებზეც.

საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა ფიზიკური და საკანონმდებლო ბარიერების შემცირების, ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სერვისების განვითარების თვალსაზრისით, რათა ქვეყანა გადაქცეულიყო მიმზიდველ და ლოგიკურ ცენტრად, საიდანაც მწარმოებლები და მიმწოდებლები საკუთარ მომხმარებლებს საქონლით მოამარაგებდნენ. კერძოდ, საქართველოს ანაკლიის პორტი და ქალაქ ანაკლიის თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელიც მშენებლობის პროცესშია, იქნება საუკეთესო სტრატეგიული ადგილი, სადაც საავტომობილო მაღალი ხარისხის გზები, რკინიგზა და საზღვაო მარშრუტები ერთად მოიყრის თავს. აღნიშნული ტერიტორია ასევე იქნება სამრეწველო და კომერციული ცენტრი.

საქართველო ასევე ყალიბდება გაფართოებული ფუნქციის მრეწველობის ცენტრად, რაც, თავის მხრივ, ქმნის განსაკუთრებულ სატრანსპორტო კავშირებს აზიასა და ევროპაში პროდუქციის საექსპორტოდ.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა