logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელი „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ გაიმართება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელი „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ გაიმართება
15:23 28.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სასტუმრო „ბილტმორ“-ში გაიმართება პანელი „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი ჟურნალისტი, Deutsche Welle TV-ს მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი, ADB-ის ვიცე პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმედ არსლანი, სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრი პიტერ გასპერსიკი, პოლონეთის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მინისტრი ანდრეი ადამჩიკი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციების და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრი რამინ გულუზადე.
პანელი მოხსენებების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, შედგება მსჯელობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ: სატრანსპორტო როლის გაზრდა საბაზრო წვდომის უზრუნველყოფასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში; კოორდინირებული საქმიანობა აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდის მიზნით; არსებული გამოწვევები და ტრანსპორტის ხელშეწყობის პერსპექტივები; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, როგორც უმთავრესი გზის განვითარება სავაჭრო პოტენციალის გასახსნელად; ლოგისტიკური სისტემების საიმედოობა და ეფექტურობა ტვირთის ნაკადების გასაზრდელად; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროება; არსებული ფინანსური რესურსების შეფასება და საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზება კავშირის გაუმჯობესების მიზნით.
პანელზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ ინიციატივებზე, ამასთან, მოხდება სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი რეგიონალური/საზღვრისპირა რეგიონების პროექტების და შესაძლებლობების განსაზღვრა.
პანელი 15:30 საათზე გაიმართება.
მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.

ეფექტური და მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რეგიონალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგიონული სტრუქტურა, რომელზეც დაფუძნებულია სარკინიგზო, საგზაო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტები, მიზნად ისახავს ფუნქციონალური, ეფექტური და მაღალი ხარისხის სატრანსპორტო დერეფნების შექმნას. ქვეყნებს შორის კოორდინირებულმა საქმიანობამ შეიძლება განაპირობოს სატვირთო მოცულობების გაზრდა და შექმნას ახალი ბიზნეს შესაძლებლობები. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ბაზარზე წვდომას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების უკეთესად გამოყენებას, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ძალისხმევებს, ელექტრონული კომერციისა და ხალხთა შორის კავშირს.
მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის, სადაც ინტეგრირებულია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება უწყვეტი და ეფექტური (რენტაბელური) სატრანსპორტო ოპერაციების საწარმოებლად, მრავალი შესაძლებლობა არსებობს. სატვირთო ექსპედიტორი და სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლები ინტენსიურად ეძებენ ალტერნატივებს არსებული მარშრუტებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის დაცულობასა და ტრანსპორტირების უსაფრთხოებას. ქვეყნებს შორის მულტიმოდალური კავშირის გასაუმჯობესებლად საჭიროა ორიენტირება მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის: ა) ფიზიკურ ბარიერებზე, როგორიცაა მულტიმოდალური ტერმინალები ან ლოგისტიკური პარკები; ბ) ადმინისტრაციულ ბარიერებზე, როგორიცაა საბაჟო და სატრანსპორტო რეგულაციები და პროცედურები; გ) მულტიმოდალური დერეფნის შესახებ ინფორმაციის გაცვლის სისტემებზე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო კორიდორები მოიცავს სახმელეთო და საზღვაო მარშრუტების ფართო სპექტრს და ხმელეთით გარშემორტყმულ სახელმწიფოებს საერთაშორისო ვაჭრობისთვის საზღვაო პორტებზე წვდომის საშუალებას აძლევს. საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სატრანზიტო მარშრუტია, თანდათანობით ითავსებს რეგიონალური სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციას სატრანზიტო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაზიდვით. მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალი გააძლიერა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა