logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელი - რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით გაიმართება
აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელი - რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით გაიმართება
15:20 28.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში დღეს სასტუმრო „ბილტმორ“-ში გაიმართება პანელი რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით (ნავთობი, გაზი და ელექტრობა), რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი ჟურნალისტი, E. Treanor Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ეითნი თრინორი.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი ფრანსის მალიჟი, BP-ს რეგიონალური დირექტორი გარი ჯონსი და Clean Energy Invest-ის გენერალური დირექტორი ბიორნ ბრანზეგი.

პანელზე გაიმართება დისკუსია, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები: ევროპასა და აზიას შორის მრავალმხრივი ენერგოპროექტების მეშვეობით მდგრადი რეგიონალური განვითარების მიღწევა;
სტრატეგიული რეგიონალური პროექტების განხორციელების გამოწვევები; კავკასიის რეგიონში ახალი ენერგოპროექტების განხორციელების შესაძლებლობები; ენერგეტიკის სფეროს ახალი ტენდენციები: მზარდი მოთხოვნა ენერგოდერეფნებზე ენერგორესურსებით მომარაგებისთვის (ნავთობსადენები და გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები), განახლებადი ენერგიის მზარდი როლი და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა; აბრეშუმის გზის ქვეყნების ენერგეტიკის სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; ენერგო-ინტენსიური სექტორების ინვესტირება.

პანელის ფარგლებში მოხდება ენერგეტიკის სფეროში საერთო რეგიონალური მიზნების განსაზღვრა, გაიზრდება ინფორმირებულობა რეგიონის ენერგეტიკის სფეროში გეგმების, სტრატეგიებისა და პროექტების შესახებ. ასევე განიხილება ენერგეტიკის სფეროში კერძო ინვესტიციების მიზიდვის შესაძლებლობები და სირთულეები.

პანელი 15:30 საათზე დაიწყება.


მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.

რეგიონში ენერგეტიკის ბაზარზე ინტეგრირების აუცილებელი პირობაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. აშშ-ს ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის მიხედვით, 2040 წლისთვის ენერგიის მოხმარება 48 პროცენტით გაიზრდება, რაც ეკონომიკური ზრდით იქნება განპირობებული. განახლებადი რესურსები ენერგიის სწრაფად მზარდი წყაროა 2,8% საშუალო წლიური ზრდით 2015-2040 წლებში. ენერგოსისტემები აღარ არის იზოლირებული, არაკონკურენტული ერთეულები და სულ უფრო მეტად არიან ინტეგრირებულები ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

ენერგიის წყაროს მიხედვით, პირველადი ენერგორესურსი მოხმარების მხრივ ყველაზე მეტად გაზრდილია ბუნებრივი აირის მოხმარება, რომლის ზრდის ტემპი მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებს ჩამორჩება. ბუნებრივ აირზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მწარმოებლები 2015-2040 წლებში მიწოდებას 42%-ით გაზრდიან. ევროპაში ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნა საქართველოში ექსპორტისა და ტრანზიტის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

ევროპასა და აზიას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა გლობალური ინტერესია. ამგვარი პროექტები მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული კეთილდღეობის გარანტიაა მრავალი ქვეყნისთვის.

რეგიონში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების უამრავი შესაძლებლობაა. ამ პოტენციალის გონივრული გამოყენება და ახალი მრავალმხრივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვნად შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა