logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
15:06 28.11.2017
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილემ ციენ ქემინგმა თბილისის აბრეშუმის გზის ფროუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონებს განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით. ასევე საწარმოებისთვის თანამშრობლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების გაძლიერება.
როგორც საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა აღნიშნა, 2017 წლის მაისში ხელი მოეწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამის შემდეგ ჩინეთის ვიცე-პრემიერთან მოხდა შეთანხმება, რომ ორი ქვეყანა იმუშავებდა ერთობლივი ინდუსტრიული ტექნოლოგიური და ინოვაციური ზონების განვითარებაზე. „სწორედ დღეს ჩვენ მოვაწერეთ აღნიშნულ დოკუმენტს, რომლის ძირითადი ამოცანაა, რომ ორმა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ზონების შექმნას და შესაბამისად უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების ჩინეთიდან გადმოტანას ან ახალი ინდუსტრიული სიმძლავრეების შექმნას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკურ ზონებში სამრეწველო შესაძლებლობების თანამშრომლობის ძირითადი სფეროები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სამშენებლო მასალები, ელექტროენერგია, ქიმიკატები, ტექსტილი, კომუნიკაციები, ავტომექანიკა, სამანქანო დანადგარები, სოფლის მეურნეობა, ხე-ტყე, ტექსტილი, ტექნოლოგიური კვლევა და განვითარება და ვაჭრობის ლოგისტიკა. ასევე მხარეების შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება თანამშრომლობის სხვა სფეროებიც.
ამასთან, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ჩინეთის მხარე მზადაა, საქართველოს გაუზიაროს მისი წარმატებული გამოცდილება სპეციალური ეკონომიკური ზონებისა და ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებს ზონების შესახებ, ასევე მხარი დაუჭიროს ქართველი პერსონალის სწავლებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა