logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი: საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ეს არის აშკარა პროგრესი
EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი: საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ეს არის აშკარა პროგრესი
14:20 28.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ალან პიუმ საქართველოს საქმიანობა როგორც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის, ისე ქვეყნის შიგნით ოთხ-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების კუთხით დადებითად შეაფასა.
თავის გამოსვლაში, ალან პიუმ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიურ ჩართულობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა წამყვან საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში.
„საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ეს არის აშკარა პროგრესი. საქართველოს ღიაობა და მზაობა, ვაჭრობისადმი პროგრესული მიდგომა, აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, აშკარად მისასალმებელია“ - აღნიშნა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა.
EBRD-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაცია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის პროექტით გათვალისწინებულ კონტექსტს და სრულად იზიარებს აღნიშნული ინიციატივის ხედვებს და ამოცანებს. მისი განცხადებით, აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სპონსორია.
ალან პიუმ აგრეთვე ისაუბრა იმ როლზე, რაც შეიძლება ორგანიზაციამ შემდგომში გასწიოს სარტყელი და გზის ინიციატივის ფარგლებში. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა, უფრო ღრმად ჩავერთოთ პოლიტიკურ რეფორმებში ყველა პარტნიორთან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა კერძო სექტორის მობილიზაციის აუცილებლობას აბრეშუმის გზის კონტექსტში. სახელმწიფოს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, კერძო სექტორმა უნდა ჩადოს ფინანსები, კადრები და ძალისხმევა“, - განაცხადა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებზე და ორგანიზაციის კონტრიბუციაზე ამ მიმართულებით. ალან პიუს თქმით, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით, EBRD-ს 500 მილიონი დოლარის წვლილი შეაქვს, სამხრეთ გაზის კორიდორის განვითარებაში, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, თურქეთს და დასავლეთ ევროპას საქართველოს მეშვეობით. „ყარსი-ახალქალაქი-განჯის გზატკეცილი დააკავშირებს მნიშვნელოვან ადგილმდებარეობებს ერთმანეთთან. ეს იქნება სატრანსპორტო განვითარების ერთ-ერთი ნიმუში ამ რეგიონში“, - აღნიშნა ალან პიუმ. სტუმარმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა