logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი: ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესს წარმოადგენს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი: ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესს წარმოადგენს
13:00 28.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელი პანელის „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ ფარგლებში, მოლდოვის პრემიერ მინისტრმა, პაველ ფილიპმა რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა აბრეშუმის გზის ინიციატივის მიზნების მისაღწევად.
პაველ ფილიპის განცხადებით, გლობალიზაციის პროცესების დინამიური მხარდაჭერა, ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ელექტრონული ვაჭრობისა და დიჯიტალიზაციის საშუალებების გაფართოება, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, სატრანსპორტო სფეროსა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მოლდოვის რესპუბლიკის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენენ.
„ამ თვალსაზრისით, ინიციატივა ერთი სარტყელი, ერთი გზა, შესაძლებელია ეფექტურ მექანიზმად იქცეს, ჩვენი საერთო მისწრაფებების რეალიზაციის და ეკონომიკის გლობალიზაციის თვალსაზრისით, რაც მოგვცემს შესაბამისი შედეგების მიღწევის საშუალებას“ - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.
თავისი გამოსვლის ფარგლებში, პაველ ფილიპმა ღონისძიების მონაწილეებს მოლდოვის მთავრობის მიერ გატარებული ძირითადი რეფორმები და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები გააცნო. სტუმარმა ისაუბრა ევროკავშირთან და სუამის ქვეყნებთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებზე და იმ პერსპექტივებზე, რომელსაც აღნიშნული შეთანხმებები უქმნის პარტნიორ სახელმწიფოებს. პრემიერ მინისტრის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკას სხვა ქვეყნებთან აქვს, უზრუნველყოფს წვდომას უფრო ფართო ბაზრებზე, რვაას მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსპექტივით და ექსპორტისთვის დამატებით შესაძლებლობებით.
პაველ ფილიპის განცხადებით, რეგიონის განვითარებისთვის ფუძემდებლურ ელემენტს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. „მიზანი, რომელსაც ერთად ვემსახურებით, არის შეთანხმებული და ურთიერთშემავსებელი თანამშრომლობა ტრანსპორტის თვალსაზრისით, რისთვისაც რამდენიმე ინიციატივას ვახორციელებთ. გასულ კვირას ბრიუსელში აღმოსავლეთ თანამშრომლობის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საგზაო რუკის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორიდორის ინტეგრაციის და მაქსიმიზაციის გზით ბარიერების მოხსნისთვის საერთაშორისო ჯაჭვში“- აღნიშნა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა.
გამოსვლის დასასრულს, პაველ ფილიპმა დადებითად შეაფასა საქართველოს მუშაობა „სუამის“ ფარგლებში და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრობლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდება. „2018 წელს მოლდოვის რესპუბლიკა თავჯდომარე იქნება „სუამში“, აიღებს რა ინიციატივას ქართველი კოლეგებისგან, რომლებიც ძალიან წარმატებული იყვნენ ამ თვალსაზრისით და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა თანამშრომლობის გაღრმავებისა „სუამის“ სატრანსპორტო კორიდორის ფარგლებში“ - პაველ ფილიპმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა