logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე: საქართველო აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელოვანი პარტნიორია:
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე: საქართველო აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელოვანი პარტნიორია:
11:32 28.11.2017
„საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ინიციატივას გამოეხმაურა და ის მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ცეან ქემინგმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ცეან ქემინგი ფორუმის მისასალმებელ პანელში „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ მონაწილეობს.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა: „აბრეშუმის გზის სულისკვეთების გათვალისწინებით, საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2017 წლის იანვარში შევიდა ძალაში. ეს გვაძლევს ჩვენ ახალ საშუალებას და გვიხსნის ახალ პერსპექტივას, რომ განვითარდეს ვაჭრობა და გაღრმავდეს ეკონომიკირი აქტივობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. აბრეშუმის გზის ინიციატივა იქნება მნიშვნელოვანი, როგორც ჩინეთისთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის. წლების განმავლობაში ჩინეთის საწარმოებმა და, მეწარმეებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის გზების მშენებლობა, რკინიგზების გაყვანა, რაც უპრობლემოდ დააკავშირებს ერთმანეთს ადამიანებთან და ხელს შეუწყობს ვაჭრობას“.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ცეან ქემინგის განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივა ახალ ეტაპზეა გადასული, რაც სამომავლოდ ახალ პერსპექტივებს ხსნის. ცეან ქემინგმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური სარტყლის გზის შექმნის ინიციატივას, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის კოორდინაცია, კავშირების გაღრმავება და ფინანსური ინტეგრაცია. „ეს არის ფართო ინიციატივა მთელი მსოფლიოსთვის, მისი მიზანია ღია და თავისუფალი ეკონომიკის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია სამომავლო ურთიერთობები ყველასთვის სასარგებლო იყოს, რაც განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს შეუწყობს ხელს. უნდა მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული მომენტი და შესაძლებლობები“, - განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა