logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანილ გუფთა: 10-15 წლის შემდეგ ამ ინიციატივას დავინახავთ, როგორც ამ საუკუნის ერთ-ერთ ძალიან ტრანსფორმაციულ და რევოლუციურ ინიციატივას
ანილ გუფთა: 10-15 წლის შემდეგ ამ ინიციატივას დავინახავთ, როგორც ამ საუკუნის ერთ-ერთ ძალიან ტრანსფორმაციულ და რევოლუციურ ინიციატივას
11:11 28.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა. პანელს მოდერატორობას უწევს დოქტორი ანილ გუფთა - მერილენდის უნივერსიტეტი თავმჯდომარე, პროფესორი.
ანილ გუფთამ პანელზე თავის გამოსვლაში ფორუმის მნიშვნელობასა და ზოგადად, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „10-15 წლის შემდეგ ამ ინიციატივას დავინახავთ, როგორც ამ საუკუნის ერთ-ერთ ძალიან ტრანსფორმაციულ და რევოლუციურ ინიციატივას“.
„მინდ,ა მოგილოცოთ საქართველოს და მის შორსმჭვრეტელ ლიდერებს და ის ეკონომიკური ზრდა, რაც ადასტურებს მთავრობის და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას და იმ შესაძლებლობებს, ხალხს რაც ეძლევა. იმ კავშირებით, რაც არსებობს, ჩვენ ხელს ვუწყობთ იმ შესაძლებლობებს, რაც ვაჭრობას ეძლევა და ვამცირებთ ინფრასტრუქტურულ სირთულეებს, რაც ეკონომიკური განვითარების ბაზისია“, - აღნიშნა ანილ გუფთამ.
ანილ გუფთამ თავის სიტყვაში აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩინეთმა დიდი მაგალითი მოგვცა, 1995 წლიდან მისი მშპ-ს დიდი ნაწილის ინვესტირება ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აბრეშუმის გზის ინიციატივა არის ჩინეთის საგზაო რუკა, რათა თავისი გამოცდილება გააცნოს აზიას, ევროპას, აფრიკას და მისი ეს მცდელობა სურვილს რეალობად გადააქცევს. დღეს ვხედავთ ბარიერებს დაბრკოლებებს ევროპის გზაზე, მაგრამ ეკონომიკური კონტაქტები ქვეყნებს შორის თითქმის ყოველთვის იძლევა სტაბილურობას, ურთიერთგაგებას უწყობს ხელს და ამცირებს ეკონომიკურ სირთულეებს. ჩინეთმა სწორედ განავითარა ინიციატივა თავისი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რაც მომგებიანი უნდა იყოს პარტნიორებისთვის. ამის გარეშე რთულია, დავინახოთ როგორ იქნება განვითარებული თუნდაც ბალკანეთის გზის ინიციატივების ამბიციები. ამ მხრივ მინდა ავღნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელია. ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა - ინვესტიციებიდან ამონაგები პირდაპირ და ირიბ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან“.

დოქტორ გუფთას განცხადებით, გზები, რომლებიც ჩინეთსა და ევროპას შორისაა, კონკურენტულია.
„უნდა ვნახოთ, რა არის კონკრეტული მარშრუტის დადებითი მხარეები. უნდა ვნახოთ, ვინ ახორციელებს პროექტებს, რა მასალები, რა დანადგარებია სამუშაო ძალა, როდესაც ამას მივაქცევთ ყურადღებას, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ხელს უწყობდეს ინფრასტრუქტურის განვითარებას. მას თან უნდა ახლდეს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარება და მხოლოდ ამ ყველაფრის ერთდროულად განხორციელების შემთხვევაში ეს არის ეფექტური. ინფრასტრუქტურის მონეტიზაცია, ამავდროულად საჭიროა ლამაზი სახლის მშენებლობა და მისი სხვებთან დაკავშირება. ბევრი ელის ინვესტიციებს ჩინეთიდან, დიდი ალბათობაა, რომ იქნება თანაინვესტირება მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან. ეს თანაინვესტორები, მათი მუშაობა ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნიშნა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა