logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს
09:49 28.11.2017
მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას.
2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირი, რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიურო და ა.შ.) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები, კერძოდ, ბიზნესსექტორის 1100 წარმომადგენელი, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს 9.30 საათზე გაიხსნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის: საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციენ ქემინგი ხელს მოაწერენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებასა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობას და სამრეწველო კლასტერების გაძლიერებას.
ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ბაქოს საზღვაო ნავსადგურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ამით სამხრეთ კავკასიის ორი უდიდესი პორტი ერთმანეთს დაუკავშირდება. ასევე ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს (GIG) და საპარტნიორო ფონდს შორის გარდაბნის 300 მგვტ-იანი სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტის განხორციელების პროცესში ჩინური კონცერნის „See Power“-ის მონაწილეობის შესახებ.
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28-29 ნოემბერს ათი პანელი გაიმართება:
- „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (მისასალმებელი პანელი);
- „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში“ (2 სესია - ვაჭრობის ხელშეწყობა; ელექტრონული ვაჭრობა);
- „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა”;
- „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“;
- „ციფრული კავშირი“;
- „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე“;
- „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ (2 სესია - საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები; საქართველო - რეგიონალური საზღვარი გლობალური ინვესტიციებისათვის);
- „CAREC 2030: რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისთვის“.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები და ჟურნალისტები: მერილენდის უნივერსიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ანილ გუფთა, Reuters-ის მთავარი რედაქტორი აქსელ თრელფოლი, BBC World News ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი, E. Treanor Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ეითნი თრინორი, Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ს მრჩეველი მეთიუ ორსმენი, Deutsche Welle TV-ს მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი, ცნობილი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის განყოფილების დირექტორი საფდარ პარვეზი.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 100-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს - როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle, The Economist, Al Jazeera, The Guardian და ა.შ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა