logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
18:17 27.11.2017
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვენჩაი ჟანგს (Wencai Zhang) შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება იმ მიმართულებით, რომელიც გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის 2014-2018 წლებისთვის გათვალისწინებულ სტრატეგიაში და მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, რეგიონული კავშირის გაძლიერებას.

ფინანსთა მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით.

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის აქტიური პორტფელი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარია და მოიცავს კერძო და საჯარო სექტორის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას. ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა გზები, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყალი და კანალიზაცია. ასევე, განსაკუთრებით მნიშნელოვანია ბანკის მხარდაჭერა ინსტიტუციური რეფორმების, კერძოდ, საპენსიო რეფორმის მომზადების, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნის, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ADB მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ იმართება და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ნაყოფიერად იმუშავებს და ბიძგს მისცემს სრულად იქნას გამოყენებული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ADB-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იეშიმ ელჰან - კაილარი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა