logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორ ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორ ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა
17:38 27.11.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორ ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა. ის საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება, რომლის დროსაც საქართველოს პირველ ვიცე პრემიერთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ სექტორში და განვითარების მიმართულებებზე. აღინიშნა იმ დადებით პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
მხარეებმა ისაუბრეს იმ სატრანსპორტო კორიდორებზე, რომელთა შემადგენელიც არის საქართველო. მათ შორის, ტრასეკაზე (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო კორიდორი) „შუა კორიდორზე“, „ლაპის ლაზულზე“, „სპარსეთის ყურე - შავი ზღვაზე“ და სხვ.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვ.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს ეროვნული ლოგისტიკური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც დაეხმარება საქართველოს, გახდეს რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ახალ საინვესტიციო პროექტზე, რომლის მიზანსაც ქვეყანაში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ისინი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლოგისტიკური მომსახურების ხარისხს ქვეყანაში, ხოლო უშუალოდ აღნიშნულ ცენტრებში 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ეფექტური და მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რეგიონალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ასევე აღინიშნა, რომ საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სატრანზიტო მარშრუტია, თანდათანობით ითავსებს რეგიონალური სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციას სატრანზიტო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაზიდვით. მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის გააძლიერა.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ რეგიონული სტრუქტურა, რომელზეც დაფუძნებულია სარკინიგზო, საგზაო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტები, მიზნად ისახავს ფუნქციონალური, ეფექტური და მაღალი ხარისხის სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, ქვეყნებს შორის კოორდინირებულმა საქმიანობამ კი შეიძლება განაპირობოს სატვირთო მოცულობების გაზრდა და შექმნას ახალი ბიზნეს შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში გენერალური დირექტორის მიერ აღინიშნა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 28-29 ნოემბერს გაიმართება. მასში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი. ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა