logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
14:19 27.11.2017

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის

თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ალენ პილუმ (Alain Pillox) რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში იმყოფება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია, რომლის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები სახელმწიფო და კერძო სექტორში, მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა რეფორმების მხარდაჭერის კუთხით, ასევე აღსანიშნავია ბანკის მხრიდან ისეთი სფეროების დაფინანსება როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წყალმომარაგების სისტემები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, რომლებიც ასახულია საქართველოსთან მიმართებაში EBRD-ის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა საქართველოსა და EBRD-ს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. მე მას მივულოცე ამ თანამდებობაზე დანიშვნა. საქართველოს მთავრობასთან ჩვენ წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება. ჩვენ ასევე ქვეყანას ვეხმარებით რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საქართველო რეფორმების მეორე ტალღის კუთხით ლიდერი ქვეყანაა რეგიონში“, - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ალენ პილუმ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ დროისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს 2,9 მლრდ ევროს 205 პროექტში.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა