საპარტნიორო ფონდი პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში განთავსდება.
უკვე დაწყებულია საპრეზიდენტო ფლიგელში ფონდისთვის განკუთვნილი ოთახების მოწყობა.
როგორც საპარტნიორო ფონდის თანამშრომლები აცხადებენ, ფონდის ახალი ხელმძღვანელი ნიკა გილაური ოფიციალურად მუშაობას 10 ივლისიდან შეუდგება. იმავე დღეს, იგი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენციასაც გამართავს.
30 ივნისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.
„საპარტნიორო ფონდი“ შეფერხებული პროექტების დაფინანსების მიზნით გასულ წელს შექიმნა. ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები კონკურენტული წესით ირჩევა.

















