მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების" ერთ-ერთი წევრი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისგენერალური დირექტორის მოადგილე ი ხიოჟუნიი სიაოჭუნი იქნება.
ი სიაოჭუნი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირს, შემდეგში კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ელჩს ჩინეთში, მას აქვსდიდი გამოცდილება მსოფლიო ვაჭრობასა და ეკონომიკაში. იგი იყო ჩინეთისძირითადი წარმომადგენელი და აწარმოებდა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხებში.
სანამ 2011 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის ელჩი გახდებოდა, სიაოჭუნი იყო ვაჭრობის მინისტრი, შემდეგ კიმინისტრის მოადგილე მრავალმხრივი და რეგიონალური სავაჭრო მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის საკითხებში.
გარდა ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში შეტანილი წვლილისა, მან ითამაშა წამყვანი როლი რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო მოლაპარაკების წარმოებაში(FTA). მათ შორის არის ჩინეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციების შეთანხმება(China-ASEAN agreement), რომელიც ჩინეთისთვის პირველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას წარმოადგეს.
1980-1990 წლებში ის ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას აშშ-ში ჩინეთის საელჩოში.
ი სიაოჭუნი ფლობს ჩინეთის ნანკაის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს.

















