logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“- ის წოდება მიენიჭა
ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“- ის წოდება მიენიჭა
18:02 24.11.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპს WiFisher-ს Forbes Startup 2017-ის წოდება მიენიჭა.
სტარტაპი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის მონაწილეა, რომელმაც ბიზნესისთვის ახალი სარეკლამო პლატფორმა შექმნა. ინოვაციური სერვისი კომპანიას საშუალებას აძლევს, სპეციფიკურ ადგილებში რეკლამა WiFi-ის ჩართვამდე რამდენიმე წამით ადრე განათავსოს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ინოვაციური სერვისი ბიზნესს ეხმარება, სწორად განსაზღვროს მისთვის სასურველი სეგმენტი, გააანალიზოს თითოეული მომხმარებლის ქცევა, სურვილი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, WiFisher-ს დახმარებით განათავსოს რეკლამა სპეციფიკურ ადგილებში - მოლებში, რესტორნებში, სასტუმროებსა თუ ბანკის ფილიალებში, რაც სამომავლოდ კომპანიას მოგების გაზრდაში დაეხმარება.

WiFi ანალიტიკისა და მარკეტინგის პლატფორმა ქართულ ბაზარზე 2 წელია არსებობს. ლიტვის ბაზარზე ქართული სტარტაპი წელს შევიდა, ხოლო 2018 წლის ბოლომდე ევროკავშირის 7 ქვეყანაში აპირებს გაფართოებას.

ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“-ის წოდება ბიზნესგამოცემა „Forbes”-ის ქართულმა გამომცემლობამ ნომრის მე-100 საიუბილეო პრეზენტაციაზე მიანიჭა, სადაც პირველი ნომინანტები დაასახელა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ: Forbes Woman 2017, Forbes Property, Forbes startup, Forbes Entreprenuer და Forbes Social Impact.

WiFisher - ი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე, 5000 ლარიანი გრანტების პროგრამის მონაწილეა. 2017 წლის მაისში WiFisher-ი სამგზავრო გრანტით დაფინანსდა და ლას ვეგასში Black Smith Global LTD-ის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო კომპანიის ინვესტორების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, საიდანაც საინტერესო წინადადებებითა და პერსპექტივებით დაბრუნდა.

2017 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სულ 56 აპლიკანტი დააფინანსა, მათგან 24-მა სამგზავრო გრანტი მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა