logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მამუკა ბახტაძემ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
მამუკა ბახტაძემ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
11:24 24.11.2017
ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და გამარტივების მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებათა ახალი პაკეტი შემუშავდა.
აღნიშნული ცვლილებები, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვის შესახებ რეფორმა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოადგილეებთან ერთად, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს გააცნო.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას.
აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მომზადებული ცვლილებებია, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.
კიდევ ერთი ცვლილება სავაჭრო ზონების მოწყობის განვითარებას, გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორის განვითარებას, მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას, დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.
პაკეტში გათვალისწინებულია, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კუთხით გასატარებელი ცვლილებები. წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლამდე გაგრძელდება რიგი საგადასახადო შეღავათები.
რაც შეეხება ბიზნესისთვის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირი დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი სტიმულირებისთვის, რადგან მათ ექნებათ დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის.
ცვლილებები სამუშაო შეხვედრების ფორმატში უკვე განხილულია შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებთან.
წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი საჯაროა და გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. დოკუმენტი რამდენიმე დღეში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა