logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ლონდონში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა
ლონდონში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა
18:44 22.11.2017
ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) სათავო ოფისში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია“ OUTLOOK ON GEORGIA 2017“ ჩატარდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის მზარდი სფეროები და საინვესტიციო შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საბანკო-საფინასო სექტორებში.
კონფერენციაზე ფარგლებში გაიმართა სამი სადისკუსიო პანელი: საქართველოს აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე - შესაძლებლობები ინფრასტრუქტურაში და რეგიონული ინტეგრაცია, საქართველოს ფინასური სექტორი და ტურიზმი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ, ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) კავკასიის, მოლდოვასა და ბელარუსის ხელმძღვანელმა ბრუნო ბალვანერამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილმა და ქართული და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებმა.

გიორგი ჩერქეზიშვილმა გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური განვითრების შესახებ. მან ისაუბრა მთავრობის მიერ ბიზნესის ხელშეწყობისა და წარმატებისათვის გატარებული რეფორმებისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ცალკეული სექტორების მიხედვით. აღნიშნა საქართველოს მზარდი მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგებში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ და ხელშეწყობით მიმდინარე და დაგეგმილინფრასტრუქტურულ პროექტებზე; საქართველოს როლსა და ამბიციებზე აბრეშუმის გზის ინიციატივაში „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.

საქართველოს ფინასური სექტორისა და საბანკო სფეროს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რის შემდეგაც გაიმართა სადისკუსიო პანელი.
ტურიზმისადმი მიძღვნილ პანელზე მონაწილეების მიერ წარმოდგენილი იქნა ერთის მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯები ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით და ამ პროცესში ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნება და უცხოელთათვის საქართველოს უნიკალური ბუნებისა და თავისებურებების გაზიარება. ასევე განიხილეს ტურიზმის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და პერსპექტივები.

ღონისძიება გაიმართა კომპანიის Emerging Europe-ის ორგანიზებით და EBRD-ისა და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა