logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
“თიბისი ბანკი” ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს
“თიბისი ბანკი” ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს
12:00 22.11.2017
“თიბისი ბანკი” სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ პროდუქტს - სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს.

“თიბისი ბანკი” პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.

სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად. პროდუქტით სარგებლობისას, ყურადღება ექცევა საპროგნოზო შემოსავლებს, რომელსაც ფერმერი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებს.

“თიბისი ბანკი” ფერმერებს სტარტაპ აგროსესხით სარგებლობისას გრძელვდიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. საშეღავათო პერიოდი სხვადასხვა დარგისთვის განსხვავებულია და განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ განხორცილებულმა ინვესტიციებმა ეკონომიკური სარგებლის მოტანა დაიწყოს. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელი არ ახორცილებს აღებული სესხის ძირი თანხების დაფარვას.

სტარტაპ აგროსესხის მინიმალური მოცულობა 20,000 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 500,000 აშშ დოლარის ექვივალეტი ლარში. სესხის აღება შესაძლებელია როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. სესხის მაქსიმალური ვადაა 7 წელი.

იმისათვის რომ ფერმერმა შეძლოს პროდუქტით სარგებლობა, მას უნდა გააჩნდეს გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის იმ კონკრეტულ დარგში, რომელშიც აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. ამავდროულად, პროექტში თანამონაწილეობა, პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით აღებული კრედიტები შესაძლებელია გაიცეს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში და მსესხებლი მიიღებს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან.

„თიბისი“ ბანკი ფერმერებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. „თიბისი ბანკის“ აგრო-საინვესტიციო სესხით სარგებლობა უკვე შესაძლებელია ვაზის სხვადასხვა ჯიშის გასაშენებლად. კახეთისთვის ვაზის ეს ჯიშებია: მიკროზონების საფერავი, ხიხვი და ქისი. შიდა ქართლისათვის - გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, თეთრი ბუდეშური. იმერეთისათვის - ოცხანური საფერე, კრახურა, ცოლიკაური. სამეგრელოსთვის - ოჯალეში, გურია აჭარისათვის - ჩხავერი, ხოლო რაჭისათვის ალექსანდროული და მუჯურეთული.

ფერმერები ვაზის გასაშენებლად ისარგებლებენ იმავე პირობებით, რაც აგრო-საინვესტიციო სესხის ფარგლებში მოქმედებს, კერძოდ, მოითხოვება გამოცდილება და მიწის საკუთრებაში ფლობა.

„თიბისი ბანკის“ ახალი აგრო პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებლელია „თიბისი ბანკის“ ფილიალებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა