logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შანხაიში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
შანხაიში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
13:16 21.11.2017
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ქართული ღვინის კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ მასშტაბურ გამოფენაზე „Prowein Shanghai 2017“-ზე იყო წარმოდგენილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეორედ მონაწილეობდნენ „Prowein Shanghai 2017“-ში, რომელსაც ტრადიციულად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის სპეციალიზირებული დეგუსტაცია-სემინარები, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
შანხაიში გამართულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო, რომლის განცხადებით, ჩინეთი რჩება ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად.
„ქართული ღვინისადმი ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი კვლავ მაღალია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მეცნიერული კვლევა, რომ ღვინოს საქართველოში 8 ათასი წლის წინ აწარმოებდნენ. თავად ამ ფაქტმა და იმ რეზონანსმა, რაც მეცნიერული დასკვნის გამოქვეყნებას მსოფლიო პრესაში მოჰყვა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ქართული ღვინისადმი ინტერესის გაზრდაში - ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი მოვიდა გამოფენაზე, რათა უფრო ახლოს გაეცნო და დაეგემოვნებინა ქართული ღვინო“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „მოსმიერი“, „მეღვინეობა ხარება“, „ბესინი“, „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „თბილღვინო“, „ჯიველი“, „GWS“, „შატო მუხრანი“, „წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები“, „ქიმერიონი“, „მარანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ვაზისუბნის მამული“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ყვარლის სარდაფი“, „ფალავანი“, „KTW“, „Heritage Wines Georgia“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შ.პ.ს ალავერდი“, „გიუაანი“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინის სახლი“, „ჩიგოგიძე ვაინს“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა დანიელი“, „შილდა“, „ვაინმენი“ და „იკანო“.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად - მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,1 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში, უკრაინასთან ერთად, მეორე-მესამე ადგილს ინაწილებს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა