logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს
"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს
15:52 20.11.2017
“საბერძნეთის პეტროლიუმის” პრეზიდენტი და და აღმასრულებელი დირექტორი გრიგორის სტერგიოულისი და “საბერძნეთის პეტროლიუმის” შვილობილი კომპანიის “ეკოს” დირექტორთა საბჭოს ორ წევრთან ერთად საქართველოს ეწვია. “საბერძნეთის პეტროლიუმი” „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს და საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს განიხილავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს. მიხეილ ჯანელიძეს, პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა.

“საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ეკოს“ ახლადგახსნილ სადგურს ეწვია. შეგახსენებთ, რომ “ვისოლ ჯგუფმა“ საბერძნეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ჯგუფთან, „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. “ეკოს” პირველი ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში მდებარეობს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს „საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სტუმრობს. „საბერძნეთის პეტროლიუმი“ არის არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული და ენერგეტიკული ჯგუფი. ჩვენ პაერტნიორობის გაღრმავების ვგეგმავთ და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში",-აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძე.
„საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის გრიგორის სტერგიოულისის განცხადებით, მათ "ვისოლ ჯგუფის" სახით საუკეთესო პარტნიორი ჰყავთ. ამასთან, გრიგორის სტერგიოულისის თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ: "ეს კვირა ჩემთვის სიურპრიზებით არის სავსე. პირველი სიურპრიზი იყო, საქართველოს მეგობრული დამოკიდებულება. თავს ვგრძნობ ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში და სახლში. მეორე სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" სახით და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, მესამე დიდი სიურპრიზი - ქვეყანა არის შესაძლებლობებით სავსე. მე დავავალებ ჩვენს ჯგუფს საბერძნეთში, გადახედონ სამომავლო გეგმებს და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მოხდეს, რის შედეგადაც ამ ქვეყნის მოსახლეობას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, "ჰელენიკ პეტროლიუმი" არის ყველაზე დიდი ენერგეტიკული და ინდუსტრიული ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს გააჩნია ძალიან დინამიური ბაზარი, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება",-განაცხადა საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გრიგორის სტერგიოულისმა.

"ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ბიზნესსაც ავითარებს. "ვისოლ ჯგუფი" ასევე ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა