პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ
განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით ვალუტის კურსის ცვლილება ფასებზე გრძელვადიანად არ უნდა აისახოს.
მისივე თქმით, ზოგადად ინფლაცია 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა წამლების შემთხვევაში ფასების ზრდამ ერთ წელში 15% შეადგინა.
„ეროვნულ ბანკს თუ კომპეტენცია გააჩნია, ამ შემთხვევაში გააჩნია პირველ ყოვლისა ინფლაციის შეკავების მიმართულებით და მიიღებს შესაბამის ზომებს, ამაზე უკვე ნათლად განაცხადეს მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, რომ კურსის ცვლილება არ დაეტყოს ფასების გრძელვადიან ცვლილებას, მაგრამ შეიძლება იყოს ფასების ხანმოკლე ცვლილება.
ზოგადად, ინფლაცია მეტ-ნაკლებად 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ წამლებზე არის განსაკუთრებულად მომატებული ბოლო 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 15%-ია“- განაცხადა ზოიძემ.

















