logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს შეხვდა
14:47 20.11.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს რასიმ ლიაიჩს შეხვდა.
რასიმ ლიაიჩისთან ერთად, საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის რესპუბლიკის საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის ბრანკო რუზიჩი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი.
შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა რეფორმებზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესონ საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი საქართველოში.
ორმხრივ ქართულ-სერბულ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ბევრ სფეროში მიღწეული წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებში კოოპერაციის დიდი პოტენციალი არსებობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაიცით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდეს ორმხრივი თანამშრომლობის კომისია, რომლის შეკრება მოხდება 2018 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე. აღნიშნული კომისიის სხდომაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, პრიორიტეტული მიმართულებები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის გასაძლიერებელია სამართლებრივი ბაზა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ინვესტიციების ორმაგი დაცვისა და წახალისების და სხვა მიმართულებებით.
ასევე დაიგეგმა 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველო - სერბეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომლის დროსაც ორივე ქვეყნის საქმიანი წრეები მსგავსი ფორმატით პირველად შეხვდებიან ერთმანეთს და ბიზნეს ურთიერთობებს დაამყარებენ.
შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა და რასიმ ლიაიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა