logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული ღვინოები პოლონეთში საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017”-ზე იყო წარდგენილი
ქართული ღვინოები პოლონეთში საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017”-ზე იყო წარდგენილი
12:34 20.11.2017
ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017”-ზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს ელჩის მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „ვაზიანი“, „ვინაგორა“, „ბრუალე“, „შატო ნეკრესი“, „კახური ღვინის მარანი“, „შილდა“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ყვარლის მარანი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „მათრობელა ვაინსი“, „ჯიველი“, „ბატონო“, „გოზაური“, KTW, „ბესინი“, „კახური“ და „შუხმან ვაინს ჯორჯია“.
„EnoExpo 2017”-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში ქართული კომპანია „გიუაანის“ ღვინომ „მწვანე ქვევრი 2014“ ოქროს მედალი დაიმსახურა. სულ კონკურსის ფარგლებში 5 ოქროს მედალი გაიცა და ერთ-ერთი სწორედ ქართულ ღვინოს ერგო. ამავე კომპანიის ღვინოებმა - „მწვანე ქვევრი 2016“ და „ქისი ქვევრი 2016“ ბრინჯაოს მედლები მიიღეს. კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „სატრაპეზო 10 ქვევრი 2014“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართა, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა, ხოლო ქალაქ ზაკოპანეში ასევე სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ ’’Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K.“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გამართა. ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით პოლონურმა რადიომ “ZET” ინტერვიუ ჩაწერა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან.
ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში გამართული ღონისძიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებაში და ზოგადად მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე.
„პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,15 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18% შეადგინა“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა