logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა
ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა
15:56 18.11.2017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს. პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართა და საქართველოში შექმნილი საინვესტიციო კლიმატისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, აჭარის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. აქ ყველა ის პირობაა შექმნილი, რომელიც საჭიროა ბიზნესის წარმოებისთვის: სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, უსაფრთხოების მაღალი დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე (მსოფლიოში მე-9 ადგილი), ეფექტური საჯარო სამსახურები, ლიბერალური კანონმდებლობა. ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბაჟო მოსაკრებლების გარეშე გავიდეს 900 მილიონიან მომხმარებლიან ბაზარზე. ეს თავის მხრივ დიდ პოტენციალს უჩენს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბს" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.

ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩვენი რეგიონისათვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

„ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გავმართეთ სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით. პირველ რიგში ვისაუბრეთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ართვინის გუბერნატორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება გაიმართოს პერმანენტული ორმხრივი შეხვედრები, სადაც საბაჟოზე არსებული მდგომარეობა იქნება განხილული. ერთ-ერთი მთავარი თემა, ეს არის საკრუიზო ტურიზმი. ჩვენ შევთახმდით პორტის ხელმძღვანელობასთან, რომ გავმართავთ საქმიან შეხვედრას, სადაც განვიხილავთ ახალ საკრუიზო მარშუტის შექმნის საკითხს. ჩვენი სურვილია შავ ზღვაში შემოსულ ლაინერებს შევთავაზოთ ტრაპიზონი, შევთავაზოთ ბათუმი. ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, საუბარია ბულგარეთზე, უკრაინასა და რუმინეთზე, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ამ ტურისტულ მარშრუტში“- აცხადებს ზურაბ პატარაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა