logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დასაქმდებიან
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დასაქმდებიან
18:30 17.11.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine - ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები ჯერ ანაკლიას, შემდეგ კი ბათუმს ესტუმრნენ, საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტის სკიპ საჰლინის განცხადებით, ბათუმის საზღვაო აკადემიას ძალიან დიდი პოტენციალი და საუკეთესო პირობები აქვს პრაქტიკული მეცადინეობისთვის. მისი თქმით, სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი, სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერსონალი გადამზადდება. „საზღვაო აკადემიასთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. მომავალში ორი წლის განმავლობაში პერსონალის ავიყვანთ და მათ დასაქმებაზე ვიზრუნებთ. - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა საზღვაო აკადემიასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, აკადემიის სტუდენტების პორტში დასაქმებასა და პერსონალის გადამზადებაზე ისაუბრა.

„ბათუმის საზღვაო აკადემია მარტო მეზღვაურების განათლებაზე არ ზრუნავს. სწორედ ამიტომ დაინტერესდა ანაკლიის პორტი ჩვენი სასწავლებლით და სურთ ჩვენი კურსდამთავრებულები წაიყვანონ სამუშაოდ და დაასაქმონ ანაკლიის პორტში. ასევე ვმუშაობთ იმაზეც, რომ საზღვაო აკადემიის ბაზაზე გადავამზადოთ სხვადასხვა კადრები. ჩვენთვის ეს მისაღებია და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. ეს იქნება ფინანსურად კარგი და დამატებითი შემოსავლის მომცემი და პრიორიტეტული მიმართულება მომავალი თანამშრომლობისთვის, - განაცხადა ირაკლი შარაბიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა