”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარის კახა ოქრიაშვილის
განცხადებით, ლარი გამყარდება და 2,65-მდე ჩამოვა.
აღნიშნულის შესახებ მან „ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ვიცე-პრეზიდენტი ესწრება და განუმარტავს ყველას, რა ხდება, რატომ არის ლარის კურსი წნეხის ქვეშ. არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვემოთ ჩამოვა, 2.65-ზე. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის დევალვაცია. 11%-ით გაუარესდა ლირის კურსი თურქეთში, ასევე რუბლი ვარდება, თვითონ დოლარი ვარდება ევროსთან მიმართებით“-განაცხადა ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა.

















